четверг, 16 июля 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ ტრენინგები . დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ყურადღებისთვის, გულისხმიერებისათვის , იმ სითბოსთვის  , რასაც მსმენელების  მიმართ იჩენს . პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო ფორმაა, რასაც  მოსწავლეები ინტერესით მიიღებენ და ხალისით ჩაერთვებიან სწავლის პროცესში .
მოვაწესრიგეთ და ინტერნეტში ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოები .
ტრენინგების დრო არის მცირე . სასურველი იყო უფრო მეტი დრო გვქონოდა და უკეთესად გავაკეთებდით ყველაფერს , ვიმუშავებდით რამდენიმე პროექტზე , რაც მოგვცემდა საშუალებას დაგვეხვეწა უნარ-ჩვევები ტრენერის მეთვალყურეობით .

среда, 15 июля 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება , პორტფოლიოს სრულყოფილება  შევამოწმეთ და ავტვირთეთ ინტერნეტში . დავიწყეთ მზადება მასწავლებლის პრეზენტაცისათვის .

вторник, 14 июля 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა  , ვიმუშავეთ გეგმის შაბლონის  სრულყოფაზე და მივიღეთ მეორე  დღისთვის შესასრულებელი  დავალებები , რომ დავასრულოთ გეგმა და სრულყოფილი იყოს  ჩვენი პორტფოლიო . 

მოსწავლის ნამუშევარი ,,თამარ მეფე “

понедельник, 13 июля 2015 г.

13 ივლისის რეფლექსია

გუშინდელი დღე გამიცდა , რადგან ახმეტის მესამე სკოლაში ვიყავი ტრენინგზე . გავარკვიე ,რომ  ჯგუში ისწავლეს მოსწავლის ნამუშევრის შექმნა და მისი პრეზენტაცია . ხვალინდელ მეცადინეობაზე აუცილებლად შევასრულებ და მოვიტან დავალებას 

среда, 8 июля 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ მეცადინეობაზე ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე , შევარჩიეთ პროექტისათვის საჭირო კრიტერიუმები და ჩავსვით პროექტის შაბლონში  .გავეცანით გუგლ დრაივის ინსტრუმენტებს .  მომეწონა , რომ უსაფრთხოდ შემიძლია შევინახო ინფორმაცია და გამოვიყენო საჭიროებისას .

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  • რა გავლენას ახდენს სამშობლოს ისტორია დღევანდელ ღირებულებებზე ?
  • რა მნიშვნელობა აქვს სამშობლოს სიყვარულს ადამიანისათვის ?
  • რა გავლენას ახდენს პიროვნების ცხოვრება  ქვეყნის ისტორიაზე?
  • როგორ ასახეს ქართველი ისტორიული პერსონების ღვაწლი მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ?
  • რომელი ქართველი მეფეები იცით ?
  •  ვინ შემოიტანა ქრისტეანობა საქართველოში ?
  • ვის სახელს უკავშირდება ქართული ანბანის შექმნა ?
  • ვინ იყო საქართველოს  პირველი მეფე ?
  • ვინ გააერთიანა საქართველო ?
  • ვინ იყო საქართველოს უკანასკნელი მეფე ? 
  • რომელმა მეფემ გამართა ყველაზე მეტი ბრძოლა მტერთან ?