четверг, 16 июля 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ ტრენინგები . დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ყურადღებისთვის, გულისხმიერებისათვის , იმ სითბოსთვის  , რასაც მსმენელების  მიმართ იჩენს . პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო ფორმაა, რასაც  მოსწავლეები ინტერესით მიიღებენ და ხალისით ჩაერთვებიან სწავლის პროცესში .
მოვაწესრიგეთ და ინტერნეტში ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოები .
ტრენინგების დრო არის მცირე . სასურველი იყო უფრო მეტი დრო გვქონოდა და უკეთესად გავაკეთებდით ყველაფერს , ვიმუშავებდით რამდენიმე პროექტზე , რაც მოგვცემდა საშუალებას დაგვეხვეწა უნარ-ჩვევები ტრენერის მეთვალყურეობით .

среда, 15 июля 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება , პორტფოლიოს სრულყოფილება  შევამოწმეთ და ავტვირთეთ ინტერნეტში . დავიწყეთ მზადება მასწავლებლის პრეზენტაცისათვის .

вторник, 14 июля 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა  , ვიმუშავეთ გეგმის შაბლონის  სრულყოფაზე და მივიღეთ მეორე  დღისთვის შესასრულებელი  დავალებები , რომ დავასრულოთ გეგმა და სრულყოფილი იყოს  ჩვენი პორტფოლიო . 

მოსწავლის ნამუშევარი ,,თამარ მეფე “

понедельник, 13 июля 2015 г.

13 ივლისის რეფლექსია

გუშინდელი დღე გამიცდა , რადგან ახმეტის მესამე სკოლაში ვიყავი ტრენინგზე . გავარკვიე ,რომ  ჯგუში ისწავლეს მოსწავლის ნამუშევრის შექმნა და მისი პრეზენტაცია . ხვალინდელ მეცადინეობაზე აუცილებლად შევასრულებ და მოვიტან დავალებას 

среда, 8 июля 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ მეცადინეობაზე ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე , შევარჩიეთ პროექტისათვის საჭირო კრიტერიუმები და ჩავსვით პროექტის შაბლონში  .გავეცანით გუგლ დრაივის ინსტრუმენტებს .  მომეწონა , რომ უსაფრთხოდ შემიძლია შევინახო ინფორმაცია და გამოვიყენო საჭიროებისას .

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  • რა გავლენას ახდენს სამშობლოს ისტორია დღევანდელ ღირებულებებზე ?
  • რა მნიშვნელობა აქვს სამშობლოს სიყვარულს ადამიანისათვის ?
  • რა გავლენას ახდენს პიროვნების ცხოვრება  ქვეყნის ისტორიაზე?
  • როგორ ასახეს ქართველი ისტორიული პერსონების ღვაწლი მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ?
  • რომელი ქართველი მეფეები იცით ?
  •  ვინ შემოიტანა ქრისტეანობა საქართველოში ?
  • ვის სახელს უკავშირდება ქართული ანბანის შექმნა ?
  • ვინ იყო საქართველოს  პირველი მეფე ?
  • ვინ გააერთიანა საქართველო ?
  • ვინ იყო საქართველოს უკანასკნელი მეფე ? 
  • რომელმა მეფემ გამართა ყველაზე მეტი ბრძოლა მტერთან ?




вторник, 7 июля 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელ მეცადინეობაზე გავიხსენეთ ბუკლეტის შექმნის ინსტრუქცია, ვიმუშავეთ პროექტის  შაბლონზე , ( ჩავსვით ესგ-ის შესაბამისი  საგნობრივი სტანდარტები ). ბლოგზე გამოვაქვეყნეთ მოსწავლეების ამოცანები და სწავლის შედეგები, მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან. გავეცანით სხვადასხვა სახეობის კითხვებს (ზოგადი ,თემატური , შინაარსობრივი ) და მივიღეთ საშინაო დავალება , გავეცნოთ სახელმძღვანელოს შესაბამის მოდულს და მოვამზადოთ ჩვენი პროექტისთვის  საჭირო სავარადო  შეკითხვები .

მოსწავლეების ამოცანები /სწავლის შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს :
  • ინფორმაციის მოძიება საქართველოს ისტორიის სხვადასხვა  პერიოდის ,ისტორიული პიროვნებების , რელიგიის შესახებ  სხვადასხვა წყაროდან ,
  • მოძიებული მასალების დამუშავება , დოკუმენტირება და ბუკლეტის შედგენა.
  • ნამუშევრის პრეზენტაცია საზოგადოების წინაშე .


понедельник, 6 июля 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი  ტრენინგით კმაყოფილი ვარ . ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის იდეები და მივიღეთ უკუკავშირი . ვისწავლეთ ბუკლეტის  შედგენა  და პროექტის შესახებ შევადგინეთ საინფორმაციო ბუკლეტი . განმეორებით გავეცანით სახელმძღვენელოს   შესაბამის   თემებს . უკეთესი იქნებოდა გვქონოდა სახელმძღვანელოს  ბეჭდური ვერსია , რომ შეგვეძლოს მუდმივად მუშაობა ტრენინგის შემდეგაც .

воскресенье, 5 июля 2015 г.

ჩემი პროექტის იდეა ,, გაცოცხლებული ,, ქართლის ცხოვრება “

მოსწავლეებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის ისტორიის , ისტორიული გმირებისა და სარწმუნოების შესახებ . შეძლონ  ინტერნეტსა და  ბეჭდურ მედიაში  გამოქვეყნებული ინფორმაციის მოძიება და გამოყენება.საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარება .
ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ისტორიის, ისტ-ის , ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლებთან ერთად  ამზადებს  ინტეგრირებულ პროექტს . სადაც მოსწავლეები იმუშავებენ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის შესახებ , მხატვრულ ლიტერატურაში მოძებნიან ლექსებს ქართველი მეფეების , ისტორიული პერსონების შესახებ . მოამზადებენ მუსიკალურ ნომრებს , შეასრულებენ ნახატებს  , ან გაითამაშებენ სცენებს .მოძიებული მასალებით დაამზადებენ ბუკლეტს . პროექტის დასასრულს  მოხდება პრეზენტაცია  მშობლების და პედაგოგების წინაშე. 

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგზე გავეცანით ტრენერს , ქალბატონ ლალი გიგაურს , რომელმაც  გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსის მიზნები , ვნახეთ ელექტრონული სახელმძღვანელო , რომელსაც გამოვიყენებთ გზამკვლევად მუშაობის პროცესში . გვასწავლა ბლოგის შექმნა და  მის დიზაინზე  ზრუნვა . ვნახეთ  პროექტის გეგმა , რომელიც უნდა გამოვიყენოთ პროექტებზე მუშაობის დროს . ვისწავლეთ პორტფოლიოს  შექმნაც.